თურქეთში 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა | ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც

გამოქვეყნდა:

ძლიერი მიწისძვრა იყო ცოტა ხნის წინ თურქეთში, რომლის სიმძლავრეც 7,7 მაგნიტუდას შეადგენდა. ინფორმაციას სეისმოლოგი თეა გოდოლაძე Facebook-ზე ავრცელებს.

თურქეთში ძლიერი მიწისძვრაა 7.7 მაგნიტუდა. სირიის საზღვართან. ქალაქი გაზიანტეპია ეპიცენტრი, - წერს გოდოლაძე.

ჯერჯერობით უცნობია, მოჰყვა თუ არა ძლიერ ბიძგებს ნგრევა ან რაიმე სახის ინციდენტი. 

სოციალურ ქსელში აჭარაში მცხოვრებლები წერენ, რომ მიწისძვრა იგრძნობოდა ბათუმსა და სხვა ახლომდებარე ქალაქებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი