თურქეთში საქართველოს 6 მოქალაქის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია - ასევე ცნობილი ხდება საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის შესახებ, რომელიც სტიქიის ზონაში-ქალაქ გაზიანთებში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებშია მოყოლილი. ინფორმაციას ამის შესახებ თავად სისო პაკელიანის ახლობლები ავრცელებენ და დახმარებას ითხოვენ. საქართველოს საელჩომ ინფორმაცია და მოქალაქის მონაცემები უკვე მიაწოდა თურქეთის შესაბამის უწყებებს.
ამ ეტაპზე, გაზიანთებში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა როგორც "მთავარს" იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები უყვებიან, ქალაქში უმძიმესი ვითარებაა.
"გაზიანთეფში ვცხოვრობ მე.10 წუთში ერთხელ საშინელი ბიძგებია. ჩამონგრეული სახლები, ხალხის მოყოლილი შიგნით და მაშველები არ არიან. ზოგიერთ უბნებში არ არის დენი, გაზიც ხან გაითიშება, ხან ისევ მოდის. საჭმლის პრობლემებია, წყალიც გადაიკეტა. ხალხს გარეთ სძინავთ, ეშინიათ სახლებში შესვლა, ვერც შევლენ ყევლა ავარიული ბინა გახდა"- ამბობს თურქეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე.
საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, ამბობს, რომ "საგანგებო მდგომარეობაა სტამბულშიც, წითელ ზონაშია და ე.ი. მოსალოდნელია აქაც მიწისძვრა".
ამავე თემაზე: