თურქეთში, მიწისძვრას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თურქეთში მომხდარ მიწისძვრას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ემსხვერპლა.  გარდაცვლილი ია ჭკადუაა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისივე ახლობლები ავრცელებენ.  ცხედარი  ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს. 

 გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ისევ შეიცვალა. ბოლო მონაცემებით, მსხვერპლთა რიცხვი სირიასა და თურქეთში 11 000-ს გადააჭარბა. დაშავებულია 40 000-მდე  ადამიანი.

მიწისქვეშა ბიძგები დღეს დილიდან 6- ჯერ განმეორდა, რასაც დაზიანებული შენობების ნგრევა მოყვა. უწყვეტ რეჟიმში გრძელდება სამაშველო ოპერაციები, რომელშიც ქართველი მაშვლებიც მონაწილეობენ. ცნობილო გახდა რომ თურქეთში დამატებით კიდევ 40 მაშველი - მეხანძრე გაემგზავრა. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი