თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 11 000-ს გადააჭარბა 

გამოქვეყნდა:

თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა, ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე 11 104-ს მიაღწია.

როგორც საერთაშორისო მედია CNN წერს, თურქეთში დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 8,574-მდე გაიზარდა, დაახლოებით 50,000 დაშავდა, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოთხშაბათს სატელევიზიო ბრიფინგზე, მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს სტიქიის ზონებში ვიზიტის დროს.

ამასთან, ოფიციალური პირების თქმით, სირიაში სულ მცირე 2,530 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა რაოდენობა დათვლილია ჯამში ორივე ტერიტორიაზე - როგორც მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, ასევე, ამბოხებულთა მიერ კონტროლირებად რეგიონებში.

სასწრაფო დახმარების სააგენტოები და პერსონალი აცხადებს, რომ დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ბევრი ადამიანი კვლავ ნანგრევების ქვეშ რჩება, ხოლო ყინვაგამძლე ამინდი სამაშველო სამუშაოებს ხელს უშლის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი