მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ მეზობელ სახელმწიფოს "მთავარი არხი" დახმარებას უგზავნის. თბილი ტანსაცმელი და ბავშვთა კვების პროდუქტები - ჰუმანიტარული ტვირთი ტელევიზიის სახელით თურქეთის საელჩოს უკვე გადაეცა.
დღეს საქართველოდან თურქეთის მიმართულებით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 5 სატვირთო დაიძრა. თურქეთის ელჩმა საქართველოში ყველას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც მეზობელი ქვეყნის დასახმარებლად დაირაზმა.
ცნობისთვის, თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 21 000-ს აჭარბებს. დაღუპულთა შორისაა საქართველოს 4 მოქალაქე.