თურქეთის საელჩოს კოორდინაციით, კაჰრამან მარაშში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანებისთვის 200 000 ლარი, საყოფაცხოვრებო ნივთები და სხვა ტიპის ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდა.
სატვირთო მანქანები თბილისიდან თურქეთისკენ დღეს დაიძრა.
"ხუთი ასეთი სატვირთო მანქანა გაემგზავრა თურქეთში ჰუმანიტარული დახმარებით. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც თურქეთის დასახმარებლად დაირაზმა. ამ ქვეყანამ გამოყო ასამდე გამოცდილი მაშველი, რომლებმაც რამდენადაც ვიცი სამი ადამიანი ამოიყვანეს ნანგრევებიდან, მინდა მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ამ დახმარებისთვის", - თქვა ელჩმა.
ჰუმანიტარული დახმარება თურქეთის საელჩოს "მთავარმა არხმაც" გადასცა.