ქუთაისის ბიუჯეტი ქალაქის მერის კომფორტისთვის - იოსებ ხახალეიშვილის ახალი ავტომობილი ხალხს 118 000 ლარზე მეტი დაუჯდა. მაშინ როდესაც მერია უახლესი მანქანის შესაძენად ტენდერს აცხადებდა, საკრებულომ მოსახლეობას მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური 50%-ით გაუზარდა, რაც ადგილობრივებს სოციალური კრიზისის ფონზე კიდევ უფრო ურთულებს ცხოვრებას. რატომ გახდა საჭირო მერისთვის ახალი, ძვირადღირებული მანქანის შეძენა ბიუჯეტის ფულით - ქუთაისის მერი განმარტავს, რომ ახალი ავტომობილი ხანგრძლივ და დამღლელ მგზავრობას უადვილებს.