ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდა. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე შეკრებილმა "ქართულმა ოცნების" დეპუტატებმა ტრანსპორტით მომსახურების საფასურის 50%-ით გაძვირებაზე იმსჯელეს.
აქამდე მგზავრობის ღირებულება 40 თეთრი იყო. საკრებულოს გადაწყვეტილებით კი მგზავრობა 60 თეთრი გახდა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდნენ. მათი აზრით, ამ გადაწყვეტილებით, სოციალური ფონი კიდევ უფრო გაუარესდება.