მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციით, ევროპის 27 ქვეყნის ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ჰუმანიტარულ საფუძველზე გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი.
ამის შეახებ გიული ალასანიამ კლინიკა "ვივა მედთან" ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა. როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
"სუსტდება ყოველდღე, ადგომა, წამოდგომა უჭირს ძალიან. ჭამაც უჭირს ლაპარაკი უჭირს, ყველაფერი უჭირს. ევროპის 27 ქვეყნის ხელისუფლება მიმართავს ჩვენ ხელისუფლებას, რომ შუამდგომლობით გაათავისუფლონ სააკაშვილი და შესაძლებლობა მიეცეს, რომ მკურნალობა გაიაროს პოლონეთში", - თქვა გიული ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ვარშავა საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში მკურნალობას სთავაზობს.
ავტორი: ზურა პეტროსიანი