ოფიციალური ვარშავა საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთში იმკურნალოს, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავეცკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მორავეცკიმ ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე თქვა, ევროპის საბჭოს შეხვედრის ერთ-ერთი თემა სწორედ საქართველოს ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა იყო.
"ინიციატივა პოლონეთმა დააყენა, მე ველაპარაკე ბევრ პრემიერ-მინისტრს ამ წინადადებაზე, რომ საქართველოს მთავრობას შევთავაზოთ,რომ მიხეილ სააკაშვილმა, ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, პოლონეთში იმკურნალოს", - თქვა მორავეცკიმ.
მისივე თქმით, თუ საქართველოს სურს, რომ ევროპულ მისწრაფებებზე დადებითი პასუხი მიიღოს, მაშინ სერიოზულად უნდა მოეკიდოს ამ მიმართვას.
ჩვენ ვშიშობთ, რომ ის საქართველოში, შესაძლოა, ყველაზე უარესის წინაშე აღმოჩნდეს. თუ საქართველოს უნდა, რომ ევროპულ მიზნებზე პოზიტიური პასუხი მიიღოს, მაშინ სერიოზულად უნდა მოეკიდოს ამ მიმართვას, რომელიც უკვე ფორმულირდება კომისიის საგარეო სამსახურის მიერ.", - განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.