კლინიკა "ვივამედის" სამედიცინო დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის კურსი გრძელდება და როროც თავად ამბობს "განსაკუთრებული ცვლილება" არ ყოფილა.
"გრძელდება მკურნალობა, არაფერი განსაკუთრებული ცვლილება არანაირი არ ყოფილა. [კონსილიუმის შესვლის მოთხოვნაზე] ვერაფერს გეტყვით. კონსილიუმიც ტარდება, მკურნალობაც გრძელდება." ,- ამბობს ზურაბ ჩხაიძე.
შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტი სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს მიმართავს და მასთან დამოუკიდებელი ექსპერტების შესვლას ითხოვს. მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს: "ჩემი მდგომარეობა ბოლო დღეებში გაუარესდა და თქვენ გარდა არავის აქვს შესაძლებლობა დამოუკიდებელი ექსპერტების გამოგზავნის."
სახალხო დამცველის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის თქმით, "დაიგეგმა ექიმებთან სამუშაო შეხვედრა და თუ ჩათვლიან საჭიროდ, ვიზიტი განხორციელდება".
ავტორი: ზურა პეტროსიანი