მიხეილ სააკაშვილი ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელს მიმართავს

გამოქვეყნდა:

"ვივა მედში" მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს მიმართავს. ის ითხოვს, რომ მასთან დამოუკიდებელი ექსპერტები შევიდნენ. 

მიხეილ სააკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ამის განხორციელებაში ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელს პოლიტიკური ზეწოლა ხელს ვერ შეუშლის.

"საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს ქალბატონ თამარ გვარამაძეს

მეც და ჩემმა წარმომადგენლებმაც არაერთხელ მოგმართეთ წინა დღეებში თხოვნით, გამოაგზავნოთ თქვენი სამედიცინო კონსილიუმი. ჩემი მდგომარეობა ბოლო დღეებში გაუარესდა და თქვენ გარდა არავის აქვს შესაძლებლობა დამოუკიდებელი ექსპერტების გამოგზავნის.

იმედია, ამას განახორციელებთ უახლოეს დღეებში და ვერანაირი პოლიტიკური ზეწოლა ამაში ხელს ვერ შეგიშლით", - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი