გავემგზავრებით სტიქიის ზონაში, რათა შეძლებისდაგვარად წამოვიყვანთ საქართველოს მოქალაქეებს ანკარამდე - ელჩი თურქეთში

გამოქვეყნდა:

თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, ის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად მიწისძვრის ზონაში, ქალაქ ადიამანში ჩავა. ჯანჯღავას თქმით, საელჩოს წარმომადგენლები იქ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებენ.

ელჩმა თურქეთში, სტიქიის ზონაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეების ახლობლებს მოუწოდა, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ თურქეთში საქართველოს საელჩოს.

"მინდა გითხრათ, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გამთენიისას გავემგზავროთ სტიქიის ზონაში ქალაქ ადიამანში, თან მიგვაქვს ჰუმანიტარული დახმარება. აუცილებლად მოვინახულებთ ადგილობრივ ხელისუფლებას, ჩვენს მაშველებს და შეძლებისდაგვარად დავაანონსებთ და წამოვიყვანთ ჩვენს მოქალაქეებს ანკარამდე. ჩვენ გვინდა ეს მცირე წვლილი შევიტანოთ მათი ევაკუაციის საქმეში. ჩვენ ბევრ მოქალაქეს დავეხარეთ წასულიყო საქართველოში, ან გადმოსულიყო ანკარაში, იზუმნი და სხვა მეტად დაცულ რაიონებში და ამჟამად, ჩვენ შევეცდებით, ევაკუაციის სქემა შევიმუშაოთ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად. ამიტომ, ჩვენ მოგიწოდებთ თქვენ, მოქალაქეებს და მათ ახლობლებს, დაგვიკავშირდნენ ჩვენ ცხელ ხაზზე, პირადად მე, ჩვენს თანამშრომლებს და მივიღოთ მონაწილეობა მათ უსაფრთხო გადაყვანაში ქვეყნის სხვა რეგიონებში", - თქვა გიორგი ჯანჯღავამ.

შეგახსენებთ, გშინ, 11 თებერვალს თურქეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გარდაცვალება დადასტურდა. თურქეთში მიწისძვრის შედეგად, საქართველოს 5 მოქალაქე დაიღუპა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი