დაკავებული სამხედროს დედის ცნობით, მისი შვილის კონფლიქტი ოცმეთაურთან მობილურის გამო მოხდა

გამოქვეყნდა:

ვარკეთილში საბრძოლო საინჟინრო ბატალიონში  მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებულის დედის ინფორმაციით, დაკავებულის კონფლიქტი ოცმეთაურთან მობილური ტელეფონის გამო დაიწყო. . 

"მთავარ არხთან" საუბრისას, ნანა კონცელაძე ჰყვება, რომ დაპირისპირებისა და დაკავების ზუსტი მიზეზები მისთვის ჯერჯერობით, უცნობია.

"შეიძლება უთანხმოება მოუვიდა სადაც მუშაობდა იქ. ერთი გამოწერილია, მეორე ჯერ კიდევ საავადმყოფოშიაო. ახლახან დაიწყო [მუშობა] ორი ხელფასიც არ ექნება აღებული, არ ვიცი ზეწოლა იყო, რა იყო, ასე მგონია, ზეწოლა იყო ზემოდან, სხვა რა იქნებოდა, ვის რას უშავებდა.

[...]

მეც ასე მითხრეს, რომ [უფროსთან ჰქონდა კონფლიქტი მობილურის გამო]. დეტალებზე ჯერჯერობით, არაფერს მეუბნებიან, კონტაქტზე ლაშა ახლა გამოვიდა, ჯერ ჩემთან არ დაურეკავს, მხოლოდ მის ძმას დაურეკა", - თქვა ნანა კონცელიძემ.

ცნობისთვის, ვარკეთილში მდებარე საბრძოლო საინჟინრო ბატალიონში მოქმედმა სამხედრომ ოცმეთაური და რიგითი ჯარისკაცი დაჭრა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი