სისხლიანი გარჩევა სამხედრო ბაზაზე - დაჭრილია ოცმეთაური და რიგითი ჯარისკაცი. მათ ცივი იარაღით ჭრილობები მოქმედმა სამხედრომ მიაყენა.შემთხვევა ვარკეთილში მდებარე საბრძოლო საინჟინრო ბატალიონში რამდენიმე დღის წინ მოხდა.
ოჯახის ინფორმაციით, სამხედრო წვრთნების დროს 28 წლის ლაშა ბოლქვაძეს, ოცმეთაურმა აღმოუჩინა მობილური ტელეფონი, ამის შედეგ სავარაუდოდ, მან ჯარისკაცს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სხვების თანდასწრებით დაამცირა.
როგორც ბოლქვაძის ოჯახის წევრები ყევბიან, სამხედრო და მეთაური ერთმანეთს დაუპირისპირდა. დაპირისპირების შემდეგ მათი თქმით, ლაშა ბოლქვაძე ოცმეთაურმა და რამდენიმე სამხედრომ ბნელ ოთახში ჩაიყვანეს და სასტიკად სცემეს. მომხდარი ინციდენტის შემდეგ, სავარაუდოდ, თავდაცვის მიზნით, 28 წლის სამხედრომ ოცმეთაური და ერთ-ერთი რიგითი დაჭა.
ამ დროისთვის ორივე დაჭრილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი უკვე ბინაზე გაწერეს.
აღსანიშნავია, რომ ეს არის ვერსია, რომელსაც "მთავარ არხს" ლაშა ბოლქვაძის ოჯახის ახლობლები უყვებიან, თუმცა თავდაცვის სამინსიტროს პრესსამსახურში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
მომხდარზდე დაკავებულია ლაშა ბოლქვაძე და მას წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი.