"ეს საბჭოთა წარმოების პატარა საზღვაო ნაღმია... ამით დაინაღმა ყირიმიდან ოდესამდე ზოლი, ზოგი ზღვამ წაიღო" | სამხედრო ექსპერტი

გამოქვეყნდა:

"ეს არის საბჭოთა წარმოების ЯМ-ის ტიპის 1943 წლის ნიმუშის პატარა საზღვაო ნაღმი" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სამხედრო ექსპერტი გიგა ინაშვილი წერს. მისი თქმით, ომის დაწყებამდე ყირიმიდან ოდესამდე ზოლი ამით დაინაღმა, ზოგი მათგანი კი მოწყდა და ზღვამ წაიღო.

"ახლა ვნახე ვიდეო ბათუმში აფეთქებული ნაღმის. ეს არის საბჭოთა წარმოების ЯМ ის ტიპის 1943 წლის ნიმუშის პატარა საზღვაო ნაღმი. 172 კგ იანი. 20 კგ ტროტილის მუხტით. გალვანურკონტაქტური ამფეთქით. ომის დაწყებამდე ამ ნაღმებით დაინაღმა ყირიმიდან ოდესამდე ზოლი, ზოგი მათგანი მოწყდა და ზღვამ რუმინეთისკენ წაიღო, მინიმუმ ეს 1 ცალი ჩვენთანაც გამოურიყავს" - წერს ინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ  ბათუმში შავ ზღვაში, ნაპირთან ახლოს, საზღვაო ნაღმი ამოქმედდა. ჯერჯერობით უცნობია როგორ აღმოჩნდა ასაფეთქებელი მოწყობილობა დასახლებული ტერიტორიის სიახლოვეს.   

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი