მოსალოდნელია თუ არა პატრიარქის გადადგომა? - საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

46 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ დღეს შესაძლოა ილია მეორე გადადგეს - ამ წუთებში საქართველოს საპატრიარქოში სინოდის სხდომა დაიწყო.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, დღევანდელი შეკრების თემა სწორედ ეკლესიის მოქმედი საჭეთმპყრობელის გადადგომა, გადაწყვეტილების სავარაუდო მიზეზი კი ბოლო პერიოდში დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

თუმცა, ამ ვერსიაზე საჯაროდ საუბარს მღვდელმთავრები ჯერ ერიდებიან.  აღსანიშნავია, რომ 2 წლიანი პაუზის შემდეგ სინოდის სხდომა პატრიარქმა ისე მოიწვია, რომ განსახილველი საკითხები ამ დრომდე უცნობი რჩება. 

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი