ბათუმის სანაპირო ზოლში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საზღვაო სატრანსპორტო სააგენტო განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

ბათუმის ზღვაში მომხდარ წყალქვეშა აფეთქებასთან დაკავშირებით საზღვაო სატრანსპორტო სააგენტო განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ  ბათუმის, ფოთის და ყულევის ნავსადგურების სახელმწიფო კონტროლის და ზედამხედველობის სამსახურებმა ღუზაზე მდგარი გემების უმეტესი ნაწილი ტერიტორიული წყლების გარეთ, დრეიფში გაიყვანეს.

"ბათუმის სანაპირო ზოლში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყებებიდან მიღებული შეტყობინებისთანავე, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამისმა სამსახურებმა დაიწყეს დაუყოვნებელი რეაგირება.

ბათუმის, ფოთის და ყულევის ნავსადგურების სახელმწიფო კონტროლის და ზედამხედველობის სამსახურებმა ღუზაზე მდგარი გემების უმეტესი ნაწილი გაიყვანეს ტერიტორიული წყლების გარეთ, დრეიფში.

პარალელურ რეჟიმში, სსიპ საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გამოცემული იქნა სანავიგაციო გაფრთხილება, რომელიც “NAVTEX“-სისტემის მეშვეობით მიეწოდა ყველა გემს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მუდმივ კავშირზეა სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრთან", - წერია განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ  გუშინ, 13 თებერვალს ბათუმში  ნაპირთან ახლოს, საზღვაო ნაღმი ამოქმედდა. ჯერჯერობით უცნობია როგორ აღმოჩნდა ასაფეთქებელი მოწყობილობა დასახლებული ტერიტორიის სიახლოვეს.

მომხდარზე შსს-მ განცხადება დღეს გაავრცელა.  
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი