ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილზე სინოდის დღევანდელ სხდომაზე საუბარი არ ყოფილა, რადგან სეკულარულ სახელმწიფოში სასულიერო პირებს იურიდიული ბერკეტები არ აქვთ. მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტთან ის პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დადის და სხვა არავითარი უფლებამოსილება არ აქვთ:
მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ჩვენ შეხებული ვართ. მე პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დავდივარ მასთან, ვაზიარებ და დღესაც ვიყავი და ვაზიარე და მინდა გითხრათ, რომ ეს არის ჩვენი ეკლესიის დამოკიდებულება ამ პიროვნების მიმართ. მეტი რაღა უნდა იყოს, მიტროპოლიტი დადის მასთან. არა გვაქვს არავითარი უფლებამოსილება, სეკულარულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებულები, არავითარი იურიდიული ბერკეტი არ გაგვაჩნია" ამბობს მიტროპოლიტი.
სინოდის სხდომა დღეს 5 საათიანი დაგვიანებით დაიწყო და დაახლოებით 40 წუთში დასრულდა.