რუსეთის ეკონომიკური გავლენა საქართველოზე სულ უფრო იზრდება. ოფიციალური მონაცემებით დასტურდება, რომ ოკუპანტი ქვეყანა საქართველოსთან საფინანსო ურთიერთობაში უპირობო ლიდერია. რუსეთიდან გადმორიცხვების გარდა მასიურად გაზრდილია პუტინის რეჟიმს გამოქცეული იმ რუსების რიცხვი, ვინც ქართულ ბანკებში ანგარიშებს ხსნის და ბიზნესს აწარმოებს.
"ქართული ოცნების" ხელისუფლებას ამ პროცესზე რეაგირება არ აქვს, ექსპერტები კი ამტკიცებენ, რომ ეკონომიკურ დამოკიდებულებას კრემლი აუცილებლად გამოიყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის - როგორც ეს უკვე არაერთხელ გაუკეთებია.
ავტორი: ნინიკო გიგაური