მოგვატყუეს, რომ თვითმფრინავი უკვე გაფრენილი იყო, პასუხისმგებლობას არავინ იღებს - ქუთაისში დარჩენილი მგზავრები

გამოქვეყნდა:

ქუთაისის აეროპორტში ამ დრომდე რჩებიან მგზავრები, რომლებიც დილით ბერლინში უნდა გაფრენილიყვნენ. ისინი Wizz Air-ისგან პასუხს ელოდებიან. რეისი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა, რადგან დიდთოვლობის გამო ავტობუსმა დააგვიანა. 

მგზავრები ამბობენ, რომ როცა ადგილზე მივიდნენ თვითმფრინავი ჯერ გაფრენილი არ იყო, თუმცა მათ ბორტზე ასვლის უფლება აღარ მისცეს.

მგზავრთა მომსახურეობის სააგენტოში ამბობენ, რომ თითოეულმა მგზავრმა 300 ლარი უნდა გადაიხადოს, რის შემდეგაც ბილეთის გადაცვლას შეძლებენ.

"რომ ჩამოვედით, ჯერ არ იყო გაფრენილი თვითმფრინავი, თავიდან მოგვატყუეს, რომ გაფრენილი არისო და დიდი ხანი ველოდეთ, საბოლოო ჯამში არაფერი არ მოხდა, ახლაც ველოდებით,  არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. [დაგვაგვიანდა] თოვლის გამო, რომელიც რეალურად ჩვენი ბრალი არ იყო, მაგრამ პასუხისმგებლობას არც "ომნი ბუსი" არ იღებს, არც "ვიზიარი", არც აეროპორტი", - ამბობს ერთ ერთ მგზავრი. 

კიდევ ერთი მგზავრი ყვება, რომ ქუთაისში ათსაათიანი ავტობუსი და თორმეტსაათიანი ავტობუსი ერთდროულად ჩავიდა, რადგან გზაში ისინი თოვლში გაიჭედენ. 

"არ შეგვიშვეს, ერთმანეთს აბრალებდნენ, ჩვენ არ ვართ პასუხისმგებლებიო და ყველანაირ პასუხისმგებლობას აკისრებდნენ პილოტს. ძალიან ცინიკური დამოკიდებულებით იყვნენ ჩვენ მიმართ", - ყვება ის. 

მგზავრები ამბობენ, რომ რიკოთზე დაახლოებით 2 საათი დაკარგეს დიდთოვლობის გამო. იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი