ბათუმში, ძველ მეჩეთთან მიტოვებული ჩვილის შესაზებ თვითმხილველები ამბობს, რომ ახალშობილ გოგონას, რომელიც დაახლოებით 10 დღის იქნებოდა, თან ჰქონდა ჩანთა და მასში ჩალაგებული იყო ჩვილის მოვლისთვის საჭირო ნივთები.
"საღამოს 8-ის 15 წუთზე დამირეკა თანამშრომელმა და მითხრა ბავშვია მოყვანილი შემოსასვლელთან, სადაც აბრაა - მუსლიმთა კავშირი. ვაცნობე მე-3 განყოფილებას, მოვიდნენ და საათ-ნახევარში ბავში წაიყვანეს. ერთ ბოთლში ჩასხმული რძე, კარგად იყო ჩაცმული, არ ჩანდა გაჭირვებული. ქართველს არ ჰგავდა, ამაში დარწმუნებული ვარ",- ამბობს თამაზ წითელაძე, თვითმხილველი.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, ძველი მეჩეთის ტერიტორიაზე, მიტოვებული ჩვილი იპოვეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, შემთხვევა 14 თებერვალს მოხდა.ჩვილი ბათუმის მეჩეთის დაცვის სამსახურის თანამშრომელმა იპოვა და პოლიციას შეატყობინა. ის დაახლოებით ათი დღის არის. ახალშობილი კლინიკაშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ფაქტზე გამოძიება 127-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ადამიანის სიცოცხლის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე