"Wizz Air-ის 85 მგზავრს ბილეთი სასურველი მიმართულებით უკვე აქვს გადაცვლილი" - აეროპორტების გაერთიანების დირექტორი 

გამოქვეყნდა:

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძის ინფორმაციით, Wizz Air-ის რეისის - ქუთაისი-ბერლინის 87 მგზავრს, რომლებმაც გერმანიაში გაფრენა ვერ მოახერხეს,  ნებისმიერი მიმართულებით ბილეთების გადაცვლა შესთავაზეს, თუ დამატებით 300 ლარს გადაიხდიდნენ. 

მისი თქმით, 87 მგზავრიდან ამ დროისთვის 85-მა სასურველი მიმართულებით ბილეთი უკვე გადაცვალა.

"ქუთაისი-ბერლინის რეისზე 87 მგზავრი გამოცხადდა დაგვიანებით, როდესაც რეგისტრაცია ბერლინის რეისზე დასრულებული იყო და იწყებოდა 98 მგზავრის ჩასხდომის პროცედურა. იცით, რომ დასავლეთში არის ძლიერი თოვა და ყინვა. ჩვენ გაფრთხილებული გვყავს ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ავტობუსები, რომ, გზებზე შეფერხებების გამო, დაგეგმილზე უფრო ადრე გამოვიდნენ თბილისიდან. ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების შედეგად, მივაღწიეთ, რომ „ვიზეარი“ დათანხმდა ამ 87 მგზავრისთვის ნებისმიერი მიმართულებით ბილეთების გადაცვლას თანხის დამატების შემთხვევაში. საუბარია, დაახლოებით 300 ლარზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მგზავრებს, დაიჭირონ თადარიგი და დროულად ან უფრო ადრე გამოცხადდნენ აეროპორტში რეგისტრაციაზე. ამ ეტაპზე 85 მგზავრს ბილეთი სასურველი მიმართულებით უკვე აქვს გადაცვლილი“, - თქვა ქარქაშაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის აეროპორტიდან, Wizz Air-ის რეისი ბერლინში 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა. ფრნა დილის 6 საათზე იყო ჩანიშნული. მგზავრების ინფორმაციით, რიკოთზე უამინდობისა და გზაზე თოვლის გამო შექმნილი პრობლემების გამო, თბილისიდან ქუთაისის აეროპორტში მიმავალმა ავტობუსმა დააგვიანა, რის გამოც დათქმულ დროს აეროპორტში ვერ მივიდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი