"სამართალი კურიერებისთვის!" - - ამ წუთებში კომპანია "ვოლტის" კურიერების აქცია მიმდინარეობს. კურიერები კომპანიის ოფისთან არიან შეკრებილი.
გაფიცული თანამშრომლები თითქმის ერთი თვეა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტი აქციებს მართავენ.
გაფიცულ თანამშრომლებს 4 მთავარი მოთხოვნა აქვთ:
- ღირსეული ანაზღაურება და სამუშაო პირობები.
- კოლექტიური მოლაპარაკება პარტნიორ კურიერებთან.
- ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს ადიამების ანტიკონსტიტუციური დევნა და დეჰუმანიზაცია კომპანიის მხრიდან.
- ვოლტიდან (რომლის 100 % წილის მფლობელია ვოლტ ფინეთი) გათავისუფლდნენ დირექტორი ნატალია ხიზანიშვილი და ოპერაციების დეპარტამეტის უფროსი გიორგი ჯაკობია. ჩვენი მოთხოვნების მესამე პუნქტი მათ მიერ სხვადასხვა დროს განხორციელებულ ქმედებებს ეხება. საერთაშორისო კომპანიაში ასეთი ადამიანების ადგილი არ არის.
გაფიცული თანამშრომლები კომპანიის ადმინისტრაციასთან გაფართოებული შეხვედრის ჩატარებას ითხოვენ, რომელსაც სახალხო დამცველის წარმომადგენელიც დაესწრება.
თავად კომპანიაში კი ამბობენ, რომ გაფართოებული შეხვედრა არ ჩატარდება, თუმცა მზად არიან გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნები მოისმინონ და ამისთვის გარკვეულ ჯგუფებს შეხვდნენ.
აღსანიშნავია, რომ გაფიცულ თანამშრომლებს სახალხო დამცველი სოლიდარობას უცხადებს.