"მიხეილ სააკაშვილი დასუსტებულია, წონაში დაიკლო...გამოვითხოვთ დოკუმენტებს "ვივამედიდან" და პენიტენციურიდან" - ბურჯანაძე 

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე კლინიკა "ვივამედის" დატოვების შემდეგ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია და მას წონაში კლება აღენიშნება.

ბურჯანაძის თქმით, ისინი გამოითხოვენ დოკუმენტებს კლინიკა „ვივამედიდან“ და პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტიდან.

"სახალხო დამცველის აპარატთან შექმნილმა სამედიცინო კონსილიუმმა ბოლო ვიზიტი განახორციელა 4 დეკემბერს. ჩვენ ორი კვირის წინ მივიღეთ მისი თხოვნა ვიზიტთან დაკავშირებით. ეს ვიზიტი დაიგეგმა, განხორციელდა. ჩვენი მიზანი არის მისი სამედიცინო მდომარეობის შეფასება, რათა ობიექტური სურათი გვქონდეს. ჩემი, როგორც არასამედიცინი პერსონალის,დაკვირვებით, მისი მდგომარეობა გაუარესებულია, დასუსტებულია, წონაში კლება აღენიშნება. ჩვენ დღეს კონკრეტული სამედიცინო შედეგები არ გვექნება. შემდგომ დღეებში გავმართავთ საერთო შეხვედრას, გავაანალიზებთ სხვადასხვა პროფილის ექიმის მისაზრებებს და იმის მიხედვით გვექნება შემდგომი შეფასება. ძალიან ხშირად გამოვითხოვთ სამედიცინო დოკუმენტებს როგორ კლინიკა „ვივამედიდან“, ასევე პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტიდან, აქტიურად დავაკვირდებით სამედიცინო დოკუმენტებს“, - თქვა გიორგი ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილთან სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, მისი მოადგილე და კონსილიუმის წევრები იმყოფებოდნენ. 

აღსანიშნავია, რომ 10 თებერვალს მესამე პრეზიდენტმა სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს თავად მიმართა და მასთან დამოუკიდებელი ექსპერტების შესვლა ითხოვა. ექიმები მიხეილ სააკაშვილთან ბოლოს 4 დეკემბერს იყვნენ. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი