მიხეილ სააკაშვილთან "ვივამედში" ომბუდსმენის კონსილიუმი შევიდა

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილთან სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, მისი მოადგილე და კონსილიუმის წევრები დაახლოებით 1 საათია იმყოფებიან.

მედიკოსები,სავარაუდოდ, პარიმრობაში მყოფ პრეზიდენტს კვლევებს უტარაებენ. 

აღსანიშნავია, რომ 10 თებერვალს მესამე პრეზიდენტმა სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს თავად მიმართა და მასთან დამოუკიდებელი ექსპერტების შესვლა ითხოვა. ექიმები მიხეილ სააკაშვილთან ბოლოს 4 დეკემბერს იმყოფებოდნენ. 

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე 17 თებერვალს, ჯანდაცვის მინისტრმაც ისაუბრა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, მან არ იცის, როგორია მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა და არ აპირებს საკითხზე კონსილიუმის მოწვევას.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა რომ მძიმეა, ამაზე საუბრობენ არა მხოლოდ მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები, არამედ სასულიერო პირებიც. მეუფე ნიკოლოზი, რომელიც კლინიკაში  დაპატიმრებული პრეზიდენტის მოსანახულებლად ხშირად შედის, ამბობს,რომ საკაშვილის მდგომარეობა ყოცველდღიურად მძიმდება და თუ მას სასწრაფოდ სამკურნალოდ არ გაუშვებენ  ფატალური შედეგი ძალიან მალე დადგება.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი