
ბოლო ერთი წლის განმავლობაში თითქმის ყველა სახის საკვებ პროდუქტზე ფასები საგრძნობლად გაიზარდა. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.4 % ია.
საქსტატის მონაცემები მოსახლეობაზეც აისახა. სავაჭრო ობიექტებში ამბობენ, რო ხალხს პროდუქტების ყიდვა სულ უფრო და უფრო უჭირს.
ეკონომისტები და ოპოზიცია ფასების ზრდასა და ინფლაციაში ხელისუფლებას ადანაშაულებს. მათ თქმით, გაძვირების ძირითადი მიზეზი ლარის გაუფასურება და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაა:
ის სოციალურ ეკონომიკური კრიზისი, რასაც ქართული ოცნების პირობებში უკვე მერვე წელია ვაკვირდებით, სულ უფრო მეტად ღრმავდება...ეს ყველაფერი გამოიწვია იმ გადასახადების ზრდამ რაც პირველ რიგში არის ქართული ოცნების მიერ, თავის დროზე საწვავზე აქციზის გაზრდით" აცხადებს ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი
მიზეზი არის ბიუჯეტიდან ფულის ფლანგვა, არასწორი საკრედიტო პოლიტიკა და ლარის გაუფასურება. ერთადერთი გამოსავალი სიღარბის დაძლევისა არის დასაქმება და სამუშაო ადგილების შექმნა" აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე