"მხოლოდ პრორუსებს უშვებთ?" | აეროპორტში ДОЖДЬ-ის ჟურნალისტის ქვეყანაში არშემოშვებას აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

"მხოლოდ პრორუსებს უშვებთ?" - ასე მიმართავენ სამოქალაქო აქტივისტები თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს.

აეროპორტში იქ იმყოფება პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავს, რადგან რუსი ჟურნალისტი ფილიპ ძიატკო ქვეყანაში არ შემოუშვეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

"მთელი ღამე გაატარა პატარა სივრცეში. 3 დღე უნდა გაატაროს კიდევ აქ.. ადამიანი წამების პირობებშია ეძებს ტახტს, ასე უდიერად ეპყრობიან... მინდა გასაუბრება,  მაინტერესებს რის საფუძველზე არ უშვებენ ანტიპუტინისტ ჟურნალისტს" - ამბობს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, რომ რუსულმა ოპოზიციურმა მედია ДОЖДЬ-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში არ შემოუშვეს პუტინის ხელისუფლების კრიტიკოსი მწერალი და ჟურნალისტი, ფილიპ ძაიდკო. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი