საქართველოში არ უშვებენ ანტიპუტინისტ ჟურნალისტს, 18:00 საათზე მივდივარ აეროპორტში - ხოშტარია

გამოქვეყნდა:

რუსი მწერალი და ჟურნალისტი, ფილიპ ძაიდკო საქართველოში არ შემოუშვეს. ინფორმაციას რუსული ოპოზიციური მედია ДОЖДЬ ავრცელებს.

"ფილიპ ძიადკო ჩამოფრინდა თბილისში, სადაც ის თითქმის ერთი წელი ცხოვრობდა. ის მთელი ღამის განმავლობაში გააჩერეს აეროპორტში და უთხრეს, რომ სისტემა გაიჭედა, დილით კი ყველანაირი ახსნის გარეშე შეატყობინეს, რომ მას უარი ეთქვა ქვეყანაში შესვლაზე. ჟურნალისტს არანაირი საბუთები უარის შესახებ არ გადასცეს. ახლა, ძიადკოს ართმევენ ტელეფონს", - დაწერა მედიამ.

მომხდარს გამოეხმაურა, "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია. ხოშტარია 18:00 საათზე აეროპორტში აქცია დააანონსა.

"თბილისის აეროპორტში არ უშვებენ რუს ანტიპუტინისტ ჟურნალისტს, ფილიპ ძაძკოს. ეს უკვე გადაიქცა ნორმად.

18.00 საათზე ჩემ მეგობრებთან ერთად მივდივარ აეროპორტში გასაპროტესტებლად, ვინც შეძლებთ წამოდით. დაუშვებელია ამაზე დუმილი", - დაწერა მან.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი