პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმას სცემეს

გამოქვეყნდა:

პანკისში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ნაცემია ერთი ახალგაზრდა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმა, რომელიც ინციდენტის შემდეგ ხეობაში გადაადგილებას ცდილობდა. ნაცემ ახალგაზრდას ტვინის შერყევა აქვს და საავადმყოფოში გადაყვანილი.

რაც შეეხება კონფლიქტს. სოფელ დუისში ეთნიკურად ქისტებსა და სოფელ მატანში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მატანში მცხოვრები ახალგაზრდა სოფელ დუისში ქათამს დაეჯახა და დაპირისპირებაც ამას მოჰყვა.

სოფელ მატანში დღეს ახალგაზრდები შეიკრიბნენ და პანკისელებისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საავტომობილო გზის გადაკეტვით იმუქრებოდნენ. ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც.

აქცია ამ დროისათვის დასრულებულია, დაპირისპირებული მხარეები კი მოლაპარაკების რეჟიმში გადადიან.

ადგილობრივი ოპოზიცია ხეობაში გაბატონებულ დაუსჯელობის სინდრომზე საუბრობს. მწვავე კონფლიქტის მიუხედავად, დღეს ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამოჩენილან. 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი