ევროპული მარში თბილისში - მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვიან, დედაქალაქში გრანდიოზული მსვლელობისთვის ემზადებიან. 28 აპრილი, საღამოს 7 საათი - შეკრების ადგილი პირველი რესპუბლიკის მოედანი. სამოქალაქო და მედია ორგანიზაციები, პოლიტიკოსები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან რუსული კანონის გაწვევის მოთხოვნით. ათასობით ადამიანი მოაწყობს მსვლელობას რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობისკენ სადაც შემდეგ საპროტესტო გამოსვლები გაიმართება.
მოქალაქეების მობილიზების მთავარი მიზეზი რუსული კანონის მიღების მოახლოებული საფრთხეა. ქართული ოცნების ხელისუფლება, სამოქალაქო პროტესტის მეორე დღეს საკუთარი მხარდამჭერების თბილისში მოყვანას და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე კანონის მორიგ განხილვას აპირებს. კულუარული ინფორმაციით არ არის გამორიცხული, რომ ოლიგარქის პოლიტიკურმა კლანმა საკომიტეტო განხილვის შემდეგ პლენარული სხდომაც დანიშნოს და რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღოს.