ლივერპულის ფეხბურთელი ფაბინიო ჰენრიკე ტავარესი გაქურდეს. ფაქტი მაშინ მოხდა,როდესაც ფეხბურთელი ინგლისის პრემიერ-ლიგის მოგებას ზეიმობდა ლივერპულთან ერთად.
BBC-ის ცნობით ქურდები ფაბინიოს სახლში, ქალაქ ფორმბიში შეიჭრნენ და ფეხბურთელის სახლიდან მანქანა და სამკაულები წაიღეს.
ეს ლივერპულის ფეხბურთელის გაქურდვის პირველი შემთხვევა არ არის - 2019 წელს, მაშინ როცა, ლივერპული ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ თამაშობდა, ლივერპულის სენეგალელი ფეხბურთელის სადიო მანეს სახლიც გაქურდეს.
ავტორი: ერეკლე მენაბდე