გიგაურების ოჯახის გამოსახლების ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა და „დამოუკიდებელმა საგამოძიებო პალატამ“ ომის ვეტერანის, ლაშა გიგაურისა და მისი ოჯახის სახლიდან ძალის გამოყენებით  გამოსახლების საქმეზე, გამოძიება ოფიციალურად დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას მშენებლობით და იპოთეკით „მევახშეებისგან“ დაზარალებულთა გაერთიანება ავრცელებს.

მათივე განცხადებით, აღსრულების ბიუროს თანამშრომლებმა უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და არაერთი კანონი დაარღვიეს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე „ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილი ძალადობით გულისხმობს.

ორგანიზაციის ადვოკატები აღსრულების ეროვნული ბიუროსგან გამოსახლების შეჩერებასა და გიგაურების ოჯახისთვის უძრავი ქონების დაუყოვნებლივ დაბრუნებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ გიგაურის ოჯახი თბილისში, არდაზიანის ქუჩაზე, კერძო სახლში ცხოვრობდა. 8 სულიანი ოჯახი აღსრულების ბიურომ 23 თებერვალს გამოასახლა.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი