"საქართველო მზადაა, EU-თან ურთიერთობა გაწყვიტოს" - რუსული მედია პროპაგანდისთვის "ოცნების" განცხადებებს ეყრდნობა

გამოქვეყნდა:

რუსული პროპაგანდისტული მედია "РИА Новости" საქართველოზე სტატიას აქვეყნებს და ამტკიცებს, თითქოს, ოფიციალურმა თბილისმა განაცხადა, რომ საქართველო უარს იტყვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე, თუ დასავლეთი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას გააგრძელებს.

სტატია "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებს ეყრდნობა. 

"[ურთიერთობის გაწყვეტის] მიზეზი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მორიგი მოწოდებაა. გარდა ამისა, დასავლეთი უკმაყოფილოა საქართველოს სურვილით, მიიღოს კანონი უცხოური აგენტების შესახებ", - ნათქვამია სტატიაში.

მასალა რამდენიმე ქვესათაურად არის დაყოფილი:

"მშვიდობით ევროპა" - სტატიის ამ ნაწილში საუბარია ევროპელი პარტნიორების განცხადებებზე, რომლებიც ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ მოუწოდებენ. ავტორი წერს, რომ თბილისი დასავლელი პარტნიორების მოწოდებების გათვალისწინებას არ ჩქარობს. ამ აზრის გასამყარებლად მაგალითად მოყვანილია მმართველი პარტიის ცალკეული წევრების განცხადებები. მაგალითად, კალაძის ციტატა"არ მოგვცემენ სტატუსს და თავისთვის დაიტოვონ".

აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ სტატიაში ყურადღება გამახვილდა საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებზე "მეორე ფრონტის გახსნის" შესახებ. სტატიის ავტორის თქმით, ღარიბაშვილის აზრით, საქართველოს მიმართ პრეტენზიები ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვის სურვილს უკავშირდება.

სტატიის ავტორი ასევე საუბრობს ღარიბაშვილის განცხადებებზე ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით და  აღნიშნავს, რომ გასულ წელს რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო.

ამასთან, ტექსტში მოყვანილია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ციტატა, რომელშიც :"ქართულ ოცნებას" აქებს.  "რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თბილისის პოზიციას გაბედულად მიიჩნევს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ხელმძღვანელობს ეროვნული და არა დასავლური ინტერესებით", - ვკითხულობთ სტატიაში.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი