რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის აზრით, დასავლეთს სურს საქართველო მოსკოვის "გამაღიზიანებლად" აქციოს. მისი თქმით, დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნაზე, ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს.
"ახლა საქართველოში, პრეზიდენტთან ერთად... არის მთავრობა... რომელიც უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ, შეუერთდეს სანქციებს, გახსნას მეორე ფრონტი, ასეთი ტერმინოლოგიაც კი უკვე წავიდა იქ, ისინი (პრემიერი და საქართველოს მთავრობა - რედ.) ამბობენ:
თქვენ იცით, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით. ჩვენ გვაქვს ვაჭრობა რუსეთთან, გვაქვს ტურიზმი და ვიღებთ ენერგორესურსებს", - განაცხადა ლავროვმა ტელეკომპანია Russia 24-თან და სააგენტო RIA Novosti-სთან ინტერვიუში.
მისივე თქმით, მთავრობის ეს მიდგომა აკმაყოფილებს სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებს.