პროტესტის მე-15 დღე - საირმეში თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება

გამოქვეყნდა:

პროტესტის მე-15 დღე - კომპანია "საირმე მინერალ ვოთერსის" თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება. დასაქმებულები მე-15 დღეა სამუშაოს შესრულებაზე უარს ამბობენ. კომპანიის თანამშრომლები დაბალ ხელფასს და არასათანადო სამუშაო პირობებს აპროტესტებენ.

გაფიცულებმა გვიან ღამით აქცია ბაღდათის მერიასთან გამართეს და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდეს.

პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელისუფლება პროცესში უნდა ჩაერთოს და დამსაქმებელს აიძულოს დასაქმებულებს ღირსეული პირობები შეუქმნას. მათი თქმით, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე აქციებს გააგრძელებენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი