"ჩემი ხმა ევროპას!" მზადება არჩევნებისთვის| სამოქალაქო საზოგადოება, დღეს, 18:00 საათზე, დედაენის ბაღში საინფორმაციო კამპანიას იწყებს

გამოქვეყნდა:

ჩემი ხმა ევროპას! - სამოქალაქო საზოგადოება, სტუდენტური მოძრაობები და ახალგაზრდები ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად ერთიანდებიან. მესამე სექტორის წარმომადგენლები, დღეს, 18:00 საათზე, დედაენის ბაღში შეიკრიბებიან და 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობასა და პროცესში საზოგადოების ჩართულობასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას დაიწყებენ.

მესამე სექტორის წარმომადგენლების თქმით, ოქტომბრის არჩევნებში ამომრჩევლის აქტივობასთან ერთად დამკვირვებლების ჩართულობაც აუცილებელია. მათ შექმნეს პლატფორმა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია რეგისტრაციის გავლის შემდეგ საკუთარ ან სხვა უბანზე დამკვირვებელი გახდეს.

"რეალურად საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, რომ დარეგისტრირდეს დამკვირვებლად. შემდეგ მოხდება მსურველების გადარჩევა და გადამზადება. რა თქმა უნდა, ადამიანებს შეუძლიათ, რომ დააკვირდნენ იმ უბნებში, სადაც ისედაც აძლევენ ხმას. თუმცა შესაძლებელია, რომ სხვა უბნებში და სხვა რეგიონებშიც მოხდეს მათი გადანაწილება, ეს ყველაფერი მოხდება მათთან შეთანხმებით. მობილური ჯგუფები ცალკე იქნება, მუდმივი დამკვირვებლები, მთელი დღე ვინც გაჩერდება უბნებზე, ისინი ცალკე იქნება," - ამბობს "საფარის" აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაია.

დამკვირვებლად რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება დღეს დედაენის ბაღშიც.

ავტორი: დავით კობიძე

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი