ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.

ძლიერი აფეთქების შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შენობების მინები ჩაიმსხვრა, ასევე დაზიანდა სასწრაფო დახმარების მანქანები.

ადგილზე მყოფი პირები ამბობენ, რომ აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მიწისძვრა ეგონათ.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე საქვაბე აფეთქდა. ტერიტორიაზე იმყოფებიან სპეციალური სამსახურები, რომლებიც მომხდარის მიზეზებს სწავლობენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი