ფონიჭალის ეკლესიაში თამარ ბაჩალიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ფონიჭალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის პანაშვიდზე "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი მივიდა, რომელმაც ქვეყანაში არსებულ მძიმე კრიმინოგენულ ვითარებაზე ისაუბრა და შსს-ს  საქმის სრულყოფილად გამოძიებისკენ მოუწოდა 

თამარ ბაჩალიაშვილს დღეს დაკრძალავენ. ტაძრიდან მისი გამოსვენება დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 5 დღიანი გაუჩინარების შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია.

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, რასაც ოჯახი კატეგორიულად არ ეთანხმება. 

ამ ეტაპზე უცნობია ცხედრის ექსპერტიზის პასუხიც, თუმცა როგორც პირველადი დათვალიერების შემდეგ ექსპერტებმა და ადვოკატმა განაცხადეს, ცხედარს დაზიანებების კვალი არ ემჩნევა.

23 წლის მარიამ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ოჯახი მას 5 დღე ეძებდა. ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, ბაჩალიაშვილის ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა პროტესტის ნიშნად ფონიჭალაში გზაც გადაკეტეს. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი