თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

გამოქვეყნდა:

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია თავდაპირველად სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" გაავრცელა.

შსს-ში ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ, "მთავარი არხი" კი დეტალების გარკვევას ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, 21 ივლისს, გოგოს ახლობლებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ბაჩალიაშვილის გაუჩინარებას მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირებდნენ.

მთავარი შაბათს | 18.01.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი