საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, არსებობის ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს. ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში გამოსვლა მე-3 ადგილზე დაასრულა და ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.
გუშინ ისლანდიასთან გადამწყვეტი მატჩი ბოლო წუთამდე დაძაბული იყო, მიუხედავად საქართველოს ნაკრების მარცხისა, ეროვნულმა ნაკრებმა მთავარ მიზანს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას მაინც მიაღწია.