იანვარში, წინა წელთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 8,4%-ით გაიზარდა - საქსტატი

გამოქვეყნდა:

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 8,4%-ით გაიზარდა. 

უწყების მონაცემებით, 2023 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობებია, ვაჭრობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები. 

ამავდროულად, კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, პროფესიული, სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობებისა და ენერგეტიკის სექტორებში. 

საქსტატის თანახმად, საკვლევ პერიოდში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 38,5%-ით, ხოლო იმპორტი 25,2%-ით. 

ცნობისთვის, 2021 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 10,5%-ს შეადგინა, ხოლო 2022 წელს კი - 10,1%.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი