მოსწავლეებს შეუძლიათ სწავლა გააგრძელონ მარნეულში არსებულ სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

გამოქვეყნდა:

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მარნეულში, დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დახურვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებს შეუძლიათ, ისარგებლონ მობილობით და სწავლა გააგრძელონ მარნეულში არსებულ სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

მათივე ცნობით, სკოლას ავტორიზაცია მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების საფუძველზე გაუუქმდა:

„მოგახსენებთ, რომ 2023 წლის 27 თებერვლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე განიხილეს შპს დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის პირობების შემოწმების საკითხი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების საფუძველზე, საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ სკოლას გაუუქმდა ავტორიზაცია.

განათლების მიღების შესაძლებლობის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებს შეუძლიათ, ისარგებლონ მობილობით და სწავლა გააგრძელონ მარნეულში არსებულ სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა მშობლებისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია მარნეულში დღეისათვის არსებულ ავტორიზებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაკანტური ადგილების შესახებ." ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შპს დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე საბჭოს გადაწყვეტილება ძალაში შედის 2023 წლის 8 მარტიდან.

სასწავლო დაწესებულების გაუქმების გადაწყვეტილება დღეს სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა გააპროტესტეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი