ბოსტნეული 25.8%-ით, პური 21%-ით, რძე, ყველი და კვერცხი 17.2%-ით გაძვირდა - საქსტატის მონაცემები

გამოქვეყნდა:

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 8.1 პროცენტი შეადგინა. 

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები:

ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.0 პროცენტით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული - 25.8 პროცენტი
  • პური და პურპროდუქტები - 21.0 პროცენტი
  • რძე, ყველი და კვერცხი - 17.2 პროცენტი
  • ყავა, ჩაი და კაკაო - 14.5 პროცენტი
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 12.2 პროცენტი 
  •  თევზეული - 12.1 პროცენტი
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები  - 10.2 პროცენტი
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 9.8 პროცენტი.

ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-0.3 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.4 პროცენტიანი მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:

  • ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე 38.7 პროცენტი
  • საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება 7.4 პროცენტი

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 7.6%. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე -19.2 პროცენტი.

ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე - 13.8 პროცენტი და საავადმყოფოების მომსახურებაზე - 8.0 პროცენტი.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი