"ქვეყნის ევროპული მომავალი ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზეც გადის" | ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას მედიკოსები უერთდებიან 

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან.

მედიკოსების განცხადებით, ნიკა გვარამიას, როგორც კრიტიკული მედიის დამფუძნებლის გამოგონილი ბრალდებით დაპატიმრება, საგანგაშო გზავნილია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. 

მედიკოსებმა სპეციალური განცხადება გააკეთეს და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართეს:

"ჩვენ, საქართველოს ექიმებს მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი სხვა ფუნდამენტურ საკითხებთან ერთად, ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზეც გადის. დრო არ ითმენს. ახლა სიჩუმე და გულგრილობა დაუშვებელია. ჩვენ ექიმები ვდგავართ სიმართლისა და სამართლიანობის მხარეს. ვფიქრობთ, ნიკა გვარამიას გათავისუფლება იქნება სწორი როგორც მორალურად, ასევე, იურიდიულად და დაეხმარება ჩვენს ქვეყანას ამ მეტად მნიშვნელოვან გზაზე. 

ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული პრეზიდენტის როლი ამ პროცესში და ასევე ის, რომ ნიკა გვარამიას გათავისუფლების გზა უმოკლესი გზა მისი შეწყალებაა. პრეზიდენტს მარტივად შეუძლია, გადაჭრას ეს პრობლემა და დაამტკიცოს მის მერ გაცხადებული ევროპული კურსის მიმართ ერთგულება. ამ ქმედითი ნაბიჯით ხელი შეუწყოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. 

სრულიად ვუჭერთ მხარს ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას და მათ აქტივობას, რაც აბსურდული ბრალდებით, უსამართლოდ დაკავებული ადამიანის გათავისუფლებისაკენ იქნება მიმართული" ,- ამბობს ქეთევან ბაგრატიონი ექიმი. 

აღსანიშნავია, რომ ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან. 2 მარტს განცხადება გააკეთეს და მოძრაობას შეუერთდნენ იურისტები

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი