"ნიკა გვარამიას პატიმრობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს"- ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას იურისტები უერთდებიან

გამოქვეყნდა:

ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას იურისტები უერთდებიან, ადამიანები ვინც ყველაზე კარგად ხედავს და აფასებს "მთავარი არხის" დამფუძნებლის წინააღმდეგ აღძრული საქმის სამართლებრივ აბსურდულობას. 

განცხადება მოძრაობის წარმომადგენლებმა სიმბოლურად უზენაეს სასამართლოსთან გააკეთეს, სადაც გვარამიას საქმის განხილვა უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს:

მოგეხსენებათ, ნიკა გვარამია მედიის დამფუძნებელთან ერთად, არის ადვოკატი , რომელიც ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას და არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი და შესაბამისად მას სოლიდარობას უცხადებენ ადვოკატები და უერთდებიან მოძრაობას - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

ადვოკატების თქმით, გვარამიას საქმეში არაერთი დასკვნა მიუთითებს პოლიტიკური მდგენელის არსებობას და ეს საქმე მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის გზაზე - "დღეს აღარ არის დუმილის დრო," - აცხადებენ ადვოკატები და ყველას მოუწოდებენ, ხმა აიმაღლონ უსამართლობის წინააღმდეგ და ნიკა გვარამია გათავისუფლებულ იქნას უსამართლო მსჯავრისგან.

"ნიკა გვარამიას საქმე არის ქრესტომათიული მაგალითი პოლიტიკური დევნის, როდესაც დამოუკიდებელი მედიის მფლობელს ასამართლებენ მხოლოდ იმის გამო, რომ დისკომფორტს უქმნის ხელისუფლებას, ეს არის ძალიან საშიში მოვლენა, ვინაიდან საფრთხეს უქმნის ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს... ამიტომ გვარამიას პატიმრობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დასრულდეს პოლიტიკური დევნა საქართველოში " განაცხადა ადვოკატმა, "ევროპული საქართველოს" წევრმა, ოთო კახიძემ.    

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი