პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ზაზა ბირიაშვილი მძიმედ დაშავდა და მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა. გამოცემა "პუბლიკას" მისმა ცოლმა განუცხადა, რომ მამაკაცს მხედველობის დაკარგვის გარდა, აქვს ტვინის შერყევა და სახეზე დაზიანებები.
მაია გორგოშიძის თქმით, მისი მეუღლე აქციაზე პროტესტის ნიშნად 7 მარტს წავიდა, 8 მარტს გამთენიისას კი, როცა აქციის დარბევა დაიწყო მძიმედ დაშავდა.
„ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მარჯვენა თვალში მხედველობა სრულად დაკარგა, თვალი შეუნარჩუნეს, მაგრამ მხედველობა ვეღარ. აქვს ტვინის შერყევა, წარბი აქვს გადაგლეჯილი, სავარაუდოდ მოწამვლაც არის, ძალიან ცუდად არის. ახლა კი გაგვწერეს და სახლში მივდივართ, მაგრამ ჯანმრთელი ადამიანი გავიდა სახლიდან და დაბრმავებული მიმყავს სახლში“, – ამბობს მაია გორგოშიძე.
იხილეთ ასევე: