ჭოპორტის მოსახლეობა ნატახტარი-ჟინვალის გზის მათ სოფელზე გავლას აპროტესტებს

გამოქვეყნდა:

ხმაურიანი საპროტესტო აქციის შემდეგ სოფელ ჭოპორტში მცხოვრებლები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. ისინი პრემიერს თხოვნით მიმართავენ, სოფელზე არ გაიაროს ახალმა გზამ, რომელიც ნატახტარს პირდაპირ ჟინვალთან დააკავშირებს. მოსახლეობა შიშობს, რომ ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში სახლების დატოვებაც მოუწევთ და სასოფლო-სამეურნეო მიწების გარეშეც დარჩებიან.

ადგილობრივების განმარტებით, გზა, რომელიც სოფელ ჭოპორტზე გაივლისმ, რუსეთიდან მომავალი სატრანზიტო ტვირთების მარტივად გადაადგილებისთვის კეთდება. მათივე განცხადებით, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ მიიღეს პასუხი, რა სარგებელი ექნება ამ გზის გაკეთების შემთხვევაში სოფელს ან ქვეყანას. ისინი ამბობენ, რომ ავტობანის მათ სოფელში გასვლა სოფლის ეკოლოგიას დააზიანებს. 

თანაც, ჩვენს სოფელში არის წყლის სალექი ტბები, რომლებიდანაც მიეწოდება თბილისს სასმელი წყალი. ავტობუსებმა და ტრაილერებმა თუ უნდა იარონ, არ დაბინძურდება ეს წყალი? - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

შეგახსენებთ, რომ ეს პროექტი ნატახტარი-ჟინვალის 30 კმ-იანი საავტომობილო გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნული მონაკვეთი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის შემადგენელი ნაწილია. პროექტის განხორციელება 2018 წელს დაიწყო და მისი დასრულება 2020 წელს არის ნავარაუდები. როგორც მერიის შესაბამისი სამსახურის ვებ გვერდზე ვკითხულობთ, გზით, მეტწილად, რუსეთის მიმართულებით მოძრავი სატრანზიტო ტრანსპორტი ისარგებლებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი