2019 წელს, თურქმა სპეციალისტმა მითხრა, საშიში სეისმური რღვევაა, მშენებლობის ხარისხი უკონტროლოა და არ ჩავარდებით კარგ დღეშიო - გოდოლაძე

გამოქვეყნდა:

ავტობანის ჩამოშლასთან დაკავშირებით, გეოლოგი თეა გოდოლაძე 2019 წელს, თურქ სპეციალისტებთან საუბარს იხსენებს და წერს, რომ თურქი გეოტექნიკური ინჟინრების ჯგუფი, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მაკონტროლებლად დაიქირავა, მასთან ადგილზე არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ მივიდა, რა დროსაც უთხრეს, რომ სამშენებლო სამუშაოების ადგილას საშიში სეისმური მდგომარეობა იყო, მშენებლობის ხარისხი არ კონტროლდებოდა, ხოლო სამინისტროს წარმომადგენლობა მათ არ უსმენდა: 

"2019 წელს, პანდემიამდე თურქი გეოტექნიკური ინჟინრების ჯგუფი მოვიდა ჩემთან. ერთ-ერთი საშუალო ასაკის არაჩვეულებრივი სპეციალისტი იყო. გავიკითხეო, ვისთან შეუძლება ამ პრობლემებზე ლაპარაკი დ თქვენზე მითხრეს უთხარით და გაიგებსო. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დამიქირავაო. ჩინური კომპანია აკეთებს სამუშაოებს ძირულაზე, ვერაფერს უგებენ და ჩვენ დაგვიქირავეს მაკონტროლებლადო. გეოლოგია შესწავლილი არ არის. ძალიან საშიში სეისმური რღვევაა იქ და არც ითვალისწინებენ არაფერსო, მშენებლობის ხარისხი საერთოდ უკონტროლოდაა და არ ჩავარდებით კარგ დღეშიო. ვიცი თქო მივუგე, თავად ვხედავდი ისე აწებებდნენ ამ სულელურ ბეტონს ფერდებს, გონზე არ იყვნენ ფერდის სტაბილურობის კვლევების და ამ რეგიონის ძალიან მძიმე გეოლოგიური პირობების. მოსახლეობამაც მომმართა ჩაერთეთო, ისეთი მუხტით აფეთქებდნენ, დაენგრა ხალხს სახლები. არ გაგვიკარეს ახლოს! იმ თურქულ ჯგუფთან ერთად ლაბორატორია გავაკეთეთ, ძალიან კარგი ჯგუფია გეოტექნიკური ინჟინრების. ჩვენ ამ სპეციალობის ხალხი საერთოდ არ გვყავს. 
უცოდინარობა და მომხვეჭელობაა ამ პრობლემის მიზეზი. 
ჩინური კომპანიის სახელი არ ვიცი, მოლითთან რომ ავაზაკები იყვნენ, ისინი არიან თუ სხვები." წერს გოდოლაძე.

შეგახსენებთ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის დროს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში უბისა-შორაპანის მონაკვეთზე გუშინ ფერდი ჩამოიშალა. მიზეზად საავტომობილო გზების დეპარტამენტში  მეწყრულ პროცესებს ასახელებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი