რადიკალური დაჯგუფების წევრებმა ზაზა ბიბილაშვილის იურიდიულ ოფისს ქვა ესროლეს - დაშავდა თანამშრომელი

გამოქვეყნდა:

მოძალადეთა დაჯგუფების წევრებმა, რომლებმაც პარლამენტის შენობის წინ დღეს ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს, პარლამენტთან მისვლამდე,  რუსთაველის გამზირზე ქვები დაუშინეს აივანს, სადაც უკრაინის დროშა იყო გადმოფენილი. ქვა ზაზა ბიბილაშვილის იურიდიულ ოფისში შევარდა.

დაშავებულია ცენტრის თანამშრომელი:

"არანაირი ალტინფო, ეს რუსული ოცნების მიერ ორგანიზებული აქციაა, რომელიც გზად ყველაფერს არბევს და რომელსაც პოლიცია მაქსიმალურ კომფორტს უქმნის. ეს ქვა რამდენიმე წუთის წინ შემოვარდა ჩვენს ოფისში. თავში ხვდებოდა თანამშრომელს, ხელი აიფარა, ხელი აქვს დასისხლიანებული. კლავდნენ, ფაქტობრივად. ყველაფერი გადაღებულია. კარგად ჩანს, ვინ ისვრის." წერს ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი